ჰავერტცი ტრავმის გამო ამ სეზონში "არსენალს" ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"არსენალის" თავდამსხმელმა კაი ჰავერტცმა დუბაიში შეკრებაზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და ამ სეზონში ვერ ითამაშებს, - იტყობინება The Athletic-ი.

ჯერ უცნობია, დასჭირდება თუ არა ჰავერტცს ოპერაციის გაკეთება. ის კონცენტრირებულია იმაზე, რომ მომავალ სეზონს ფორმაში შეხვდეს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის გერმანელმა კლუბში ყველა ტურნირზე 34 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული