ჯანლუიჯი დონარუმასთვის ფული უმთავრესი არაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" თურმე, არ კარგავს "მილანის" გოლკიპერის ჯანლუიჯი დონარუმას შეძენის იმედს და თუ ეს მოახერხა, გაისად მეკარე დავიდ დე ხეას მადრიდის "რეალს" მიყიდის.

დონარუმამ ამას წინათ 2021 წლის ივლისამდე გააგრძელა როსონერისთან კონტრაქტი და იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 41 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.

ჯანლუიჯიმ დღეს "კორიერე დელა სერასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ფული მეორეხარისხოვანია:

"ფულზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა ჩემს ოჯახთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრებით
დავტკბე. ფული მეორეხარისხოვანია. მართალი გითხრათ, იმ მომენტში ვერ მივხვდი რა ხდებოდა, როდესაც ერთ-ერთი თამაშისას ფანებმა მოედანზე ყალბი დოლარები გადმოყარეს. სიტუაციაში მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ გავერკვიე. გულდაწყვეტილი დავრჩი. ტიფოზებს ეგონათ მე გუნდს ვუღალატე.

ვაღიარებ, არაერთი კლუბი მიწვევდა. ჩემი საყვარელი გუნდის გულისთვის ყველა უარით გავისტუმრე. ეს ის მომენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი ყოფილიყო.

კონტრაქტზე ხელისმოწერა უცბად ვერ გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ. სეზონის ბოლომდე მოცდა ვარჩიე. სხვაგან შემეძლო უფრო დიდი ხელფასი ამეღო, მაგრამ ჩემთვის ფული უმთავრესი არაა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული