დონარუმამ ამას წინათ 2021 წლის ივლისამდე გააგრძელა როსონერისთან კონტრაქტი და იტალიის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა. გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მან 41 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 12 შეხვედრაში შეინახა კარი მშრალად.
ჯანლუიჯიმ დღეს "კორიერე დელა სერასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის ფული მეორეხარისხოვანია:
"ფულზე საერთოდ არ ვფიქრობ. მინდა ჩემს ოჯახთან და მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრებით
ვაღიარებ, არაერთი კლუბი მიწვევდა. ჩემი საყვარელი გუნდის გულისთვის ყველა უარით გავისტუმრე. ეს ის მომენტი იყო, რომელიც შეიძლებოდა ჩემს კარიერაში გადამწყვეტი ყოფილიყო.
კონტრაქტზე ხელისმოწერა უცბად ვერ გადავწყვიტე, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ. სეზონის ბოლომდე მოცდა ვარჩიე. სხვაგან შემეძლო უფრო დიდი ხელფასი ამეღო, მაგრამ ჩემთვის ფული უმთავრესი არაა".