"იუვენტუსის" ნახევარმცველ მარკიზიოს შეძენა "მილანს" უნდა
AutoSharing Option
"გაზეტა დელო სპორტი" გვამცნობს, რომ ტურინის "იუვენტუსი" 31 წლის ნახევარმცველ კლაუდიო მარკიზიოს გაყიდვას აპირებს და თავად ფეხბურთელიც არაა გუნდის გამოცვლის წინააღმდეგი.
მისი შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა "მილანმა", "ბებერ ქალბატონს" ოფიციალურადაც მიმართა და "როსონერის" ხელმძღვანელებს კლაუდიოს პოზიცია აინტერესებთ.
გასულ სეზონში მარკიზიომ იტალიის პირველობის 18 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.