"მილანის" ახალი 7 ნომერი - ნიკოლა კალინიჩი

AutoSharing Option
"მილანმა" "ფიორენტინას" 29 წლის თავდამსხმელის, ნიკოლა კალინიჩის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. "როსონერის" ვებგვერდის ცნობით, ხორვატი ფეხბურთელი "სან სიროზე" იჯარით ითამაშებს, ერთი წლის შემდეგ კი, მილანელებს მისი გამოსყიდვის ვალდებულება ექნებათ, რასაც ფეხბურთელთან 4-წლიანი კონტრაქტის გაფორმება მოჰყვება.

"მილანმა" არჩევანი ერთწლიან იჯარაზე და ფეხბურთელის შემდგომ გამოსყიდვაზე, დიდი ალბათობით, იმის გამო შეაჩერა, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს ფინანსური ფეარ-ფლეის წესები არ დაარღვიოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, მილანელები "ფიორენტინას" 5 მილიონ ევროს ახლა ჩაურიცხავენ, 20 მილიონს კი - 2018 წლის ზაფხულში.

ნიკოლა კალინიჩი "ფიორენტინაში" 2015 წლიდან თამაშობდა. "იების"
მაისურით მან 84 შეხვედრა ჩაატარა და 33 გოლი გაიტანა.

კალინიჩი მიმდინარე ზაფხულში "მილანის" მე-11 შენაძენია. "როსონერიმ" აქამდე მატეო მუსაჩო, რიკარდო როდრიგესი, ანდრე სილვა, ჰაკან ჩალჰანოღლუ, ანდრეა კონტი, ანტონიო დონარუმა, ლეონარდო ბონუჩი, ლუკას ბილია, ფრანკ კესი და ფაბიო ბორინი დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული