აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი

AutoSharing Option
ადრეც ამბობდნენ, რომ მილანის ინდონეზიელი პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ფეხბურთის გაგებაში არ არის. შარშანწინ "ბარსელონადან" მცველი მარტინ მონტოია რომ ინათხოვრეს, იფიქრა, რადგან "ბარსას" ფეხბურთელია ვარსკვლავიაო და აეროპორტში შეეგება. მერე ეს მონტოია მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა მთელ სეზონში მხოლოდ სამჯერ ათამაშა და ისიც ადგა და "ბეტისში" გადაბარგდა.

ახლა თანამემამულე ჟურნალისტებთან დაიტრაბახა, ფეხბურთი მაგრად მესმის, "ინტერნაციონალეს" კი იმ დროიდან ვქომაგობ, მის რიგებში ჰოლანდიური ტრიო რომ თამაშობდაო...

ფეხბურთის ახალგაზრდა გულშემატკივრებმა შესაძლოა არ იციან, რომ ნიდერლანდური სამეული (ფრანკ რაიკაარდი, მარკო ვან ბასტენი და რუუდ გულიტი)
"მილანის" ღირსებას იცავდა, ხოლო ნერიაძურიში გერმანელები ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე და იურგენ კლინსმანი თამაშობდნენ.

ჰოდა, იტალიელები ასეთ საღადაო მასალას ხელიდან როგორ გაუშვებდნენ და აი, ასეთი ფოტოშოპი გააკეთეს.

მოგვიანებით ტოჰირმა ტვიტერით თავი იმართლა, ჩემმა თანამემამულეებმა ინტერვიუ არასწორად თარგმნესო.

ტოჰირმა "ინტერის" აქციების 70% 2013 წელს შეიძინა, შარშან ჩინელებს მიყიდა, ფულიც გააკეთა და თან, პრეზიდენტის პოსტიც შეინარჩუნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული