სერია A. II ტური: დიბალასა და იკარდის გმირობები [VIDEO]

AutoSharing Option
26 აგვისტოს იტალიის სერია A-ის მე-2 ტურის 3 შეხვედრა გაიმართა.

ქვეყნის ჩემპიონი "იუვენტუსი" მე-7 წუთისთვის 0:2 მარცხდებოდა "ჯენოასთან", მაგრამ გასული სეზონის სენსაცია აღარ გამეორდა - ტურინელებმა არა მარტო ამოქაჩეს, არამედ, დამაჯერებლადაც იმარჯვეს - 4:2. ჰეთ თრიკი შეასრულა პაულო დიბალამ, ერთი გოლიც ხუან კუადრადოს ანგარიშზეა.

"ჯერჯერობით, "ათიანს" ჩემთვის წარმატება მოაქვს. თუმცა 10 ნომრით "იუვენტუსში" თამაში ძალიან ძნელია", - განაცხადა მატჩის გმირმა.

თამაში შემოატრიალა მილანის "ინტერმაც", რომელმაც "ოლიმპიკოზე" "რომა" დაამარცხა- 3:1. ლუჩანო სპალეტიმ თავის ყოფილ გუნდს აჯობა.

"რომა" ედინ ჯეკომ დააწინაურა, მაგრამ
მაურო იკარდიმ დუბლი შეასრულა, მატიას ვესინომ ერთი გოლი გაიტანა.

ბენევენტო-ბოლონია 0:1
გოლი: 0:1 დონსა (55)

ჯენოა-იუვენტუსი 2:4
გოლები: 1:0 პიანიჩი (1 ს.კ.), 2:0 გალაბინოვი (7-პენ), 2:1 დიბალა (14), 2:2 დიბალა (45+4-პენ), 2:3 კუადრადო (62), 2:4 დიბალა (92)


რომა-ინტერი 1:3
გოლები: 1:0 ჯეკო (15), 1:1 იკარდი (67), 1:2 იკარდი (77), 1:3 ვესინო (87)


კვირა. 27 აგვისტო
ტორინო-სასუოლო 20:00
მილანი-კალიარი 22:45
კიევო-ლაციო 22:45
კროტონე-ვერონა 22:45
ფიორენტინა-სამპდორია 22:45
ნაპოლი-ატალანტა 22:45
სპალ-უდინეზე 22:45

1. იუვენტუსი - 6 ქულა; 2. ინტერი - 6; 3. ბოლონია - 4; 4. მილანი - 3; 5. ნაპოლი - 3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული