იტალიის ნაკრების განაცხადი: სიურპრიზების გარეშე

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო ვენტურამ დაასახელა ის 25 ფეხბურთელი, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ესპანეთსა და ისრაელთან მატჩებისთვის მოემზადებიან. სია სიურპრიზების გარეშე - ასე შეიძლება ეწოდოს სინიორ ვენტურას არჩევანს. მაშ, ასე:

მეკარეები: ბუფონი (იუვენტუსი), დონარუმა (მილანი), პერინი (ჯენოა);
მცველები: კიელინი (იუვენტუსი), ასტორი (ფიორენტინა), ბარძალი (იუვენტუსი), ბონუჩი (მილანი), კონტი (მილანი), დარმიანი (მანჩესტერ იუნ, ინგლისი), რუგანი (იუვენტუსი), სპინაცოლა (ატალანტა), დ'ამბროზიო (ინტერი);
ნახევარმცველები: დე როსი (რომა), მონტოლივო (მილანი), პაროლო (ლაციო), ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), პელეგრინი (რომა), კანდრევა (ინტერი), ბერნარდესკი (იუვენტუსი);
თავდამსხმელები: ბელოტი (ტორინო),
ედერი (ინტერი), გაბიადინი (საუთჰემპტონი, ინგლისი), იმობილე (ლაციო), ელ შაარავი (რომა), ლ. ინზინიე (ნაპოლი).

იტალიელები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, 2 სექტემბერს ესპანეთს ესტუმრებიან, ხოლო 5 სექტემბერს ისრაელს უმასპინძლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული