იტალიაში ყველაზე მეტი სეზონური აბონემენტი "მილანმა" და "ინტერმა" გაყიდეს

AutoSharing Option
იტალიაში ყველაზე მეტი სეზონური აბონემენტი მილანურმა გუნდებმა, "მილანმა" და "ინტერმა" გაყიდეს. ამ ინფორმაციას Eurosport-ი ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ "მილანმა" და "ინტერმა" 31-31 ათასი სეზონური აბონემენტი გაყიდეს. მე-3 ადგილზე, 29 200 აბონემენტით, "იუვენტუსი" მოდის. ხუთეულში ასევე მოხვდნენ "რომა" (20 000) და "ჯენოა (17 144).

ყველაზე ცოტა აბონემენტი "სასუოლომ" (4 800) და "ნაპოლიმ" (5 888) გაყიდეს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში, "მილანმა" მხოლოდ 16 540 სეზონური აბონემენტი გაყიდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ღირს, თუ ვინმემ იცით, საიდან სადამდე
zviadi
13:15 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული