5 სექტემბერს ისრაელთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მუხლის ტრავმის გამო მოედანი დატოვა იტალიის ნაკრების 23 წლის მცველმა ანდრეა კონტიმ.
"მილანის“ საიტის ცნობით, ანდრეას ოპერაციის გაკეთება მოუწევს და 6 თვე, ანუ ფაქტიურად ეს სეზონი გაუცდება.
კონტი როსონერიმ ივლისში "ატალანტასგან“ 25 მილიონ ევროდ შეიძინა.