იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, "ოქროს ბურთის" მფლობელმა. ევროპის 1968 წლის ჩემპიონმა ჯანი რივერამ ესპანეთთან წაგებული მატჩის შემდეგ "სკუადრა აძურას" თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე გააკრიტიკა, ახლა ჩვენთან 10-ნომრიან მაისურას ყველას აძლევენ, თვით მეკარეებს, თვით ინსინიესაცო.
კრიტიკას მშვიდად უპასუხა ლორენცომ:"დე მაკრიტიკონ. ჩემი ნომერი არ მაინტერესებს. წინა ორი შეხვედრა 10-ნომრიანი მაისურათი ჩავატარე და მაქებდნენ. სხვის აზრს პატივს ვცემ, თუმცა ვცდილობ მოედანზე ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი საქმე კარგად გავაკეთო".