პოზიციით ფორვარდმა ფაბიო ბორინიმ "არსენალთან" მატჩში შესაძლოა, მარჯვენა მცველად ითამაშოს

AutoSharing Option
16 მარტს "მილანს" ლონდონში გასამართი მატჩისთვის ნომინალური მარჯვენა მცველი არ ეყოლება.

ტრავმირებულია იგნასიო აბატე და დავიდე კალაბრია, ხოლო ანდრეა კონტიმ ტრავმა სეზონის დასაწყისშივე მიიღო.

საინტერესოა, რომ ჯენარო გატუზო ამ პოზიციაზე ფაბიო ბორინის დაყენებას აპირებს, ვინც პოზიციით ფორვარდია, თუმცა "როსონერიში" სხვა მოვალეობა ეკისრება.

16 მარტს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი "არსენალსა" და "მილანს" შორის 00:05 წუთზე დაიწყება. "მეთოფეებს" პირველი დაპირისპირება 2:0 აქვთ მოგებული.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული