სერია A-ს მაურიციო სარის გაწვრთნილი და ერთობ ამოდსაცქერი "ნაპოლი" ლიდერობს. ჩვენც სამხრეთელებით დავიწყოთ. მით უმეტეს, ნეაპოლელები ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ითამაშებენ "ლაციოს" წინააღმდეგ. ორივე გუნდი შესანიშნავ ფორმაშია და, წესით, დიდი ბრძოლაც უნდა ვნახოთ.
"ლაციოს" დააკლდებიან ანდერსონი, ნანი და უოლასი. საეჭვოა მარკეტის თამაში. სამაგიეროდ, დიდებულ ფორმაშია გუნდის ლიდერი ჩირო იმობილე - ერთმანეთის მიყოლებით
კარგი თამაში უნდა ვნახოთ ტურინში, სადაც "იუვენტუსი" ბოლო დროს მოფერიანებულ "ფიორენტინას" დაუხვდება. ტურინელებს არ ეყოლებათ ხედირა და დე შილიო. ამ ფეხბურთელების გარეშეც "იუვენტუსი" დიდი ძალაა, პაულო დიბალაზე (8 გოლი 4 ტურში) კი ლაპარაკიც ზედმეტია...
ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ "ინტერს" შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა და ამან გულშემატკივრებს იმედები ჩაუსახა, რომ "ნერაძური", ბოლოს და ბოლოს, თავს დააღწევს პრობლემებს. სპალეტის გუნდის ამბიციებს ისიც ამყარებს, რომ პრაქტიკულად ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს მისთვის ძალიან სასურველი მეტოქის წინააღმდეგ. "ბოლონიამ" მილანურ გრანდს შინ ბოლოს 2002 წელს მოუგო.
იტალიის ჩემპიონატის მთავარ კონკიას, სპალ-ს, რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მართალია, ჯერ თვით ვინჩენცო მონტელამაც არ იცის ბოლომდე, რას უნდა ელოდოს ახალი ფორმაციის "მილანისგან", მაგრამ, დიდი ალბათობით, დებიუტანტს ფავორიტის შეჩერება ძალიან გაუჭირდება. მილანელებს მხოლოდ კონტი დააკლდებათ მუხლის ტრავმის გამო.
კიდევ ერთი ფავორიტი, "რომა", გამოკვეთილ აუტსაიდერს, საშინელი სტარტით გამწარებულ "ბენევენტოს" ეწვევა. რომაელებს არ ეყოლებათ პელეგრინი. საეჭვოა ემერსონის თამაში. "ჯალოროსი" ძველებურად ვეღარ მძლავრობს.
ჯერჯერობით, გუნდს არ ეტყობა ახალი მწვრთნელის, ეუსებიო დი ფრანჩესკოს (რომელმაც "სასუოლოში" წარმატებული მუშაობით გაითქვა სახელი) ხელი, მაგრამ ამ წყვილში მაინც ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ.
ფაქტები
- "ინტერს" ზედიზედ 10 მატჩია, ფრედ არ უთამაშია.
- მიჯრით 24 მატჩია, "რომა" მინიმუმ ერთი გოლის გატანას ახერხებს მოწინააღმდეგეთა კარში. "იუვენტუსისთვის" ეს მაჩვენებელი 33 მატჩს უტოლდება.
- "ბენევენტო" ზედიზედ ოთხ შეხვედრაში დამარცხდა.
- "მილანი" და სპალ-ი იტალიის ჩემპიონატში ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან.
- 4 მატჩია, "ლაციომ" მარცხის სიმწარე არ იცის.
სამშაბათი, 19 სექტემბერი
ბოლონია-ინტერი 22:45
ოთხშაბათი, 20 სექტემბერი
ბენევენტო-რომა 20:00
მილანი-სპალ 22:45
ატალანტა-კროტონე 22:45
კალიარი-სასუოლო 22:45
ჯენოა-კიევო 22:45
იუვენტუსი-ფიორენტინა 22:45
ლაციო-ნაპოლი 22:45
უდინეზე-ტორინო 22:45
ვერონა-სამპდორია 22:45
ბომბარდირები: 8 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 6 - ჩირო იმობილე (ლაციო), 5 - მაურო იკარდი (ინტერი); 4 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"