"ინტერის" ბომბარდირმა მაურო იკარდიმ თავი გადაიპარსა და "ბოლონიას" გაუტანა. "ინტერმა" სტუმრად სწორედ არგენტინელის გოლით გაათანაბრა. ამასთან დაკავშირებით გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ სახალისო კომენტარი გააკეთა:
"მან გაიტანა და ეს ძალიან კარგია. რას ვიზამთ, იკარდის ყოველდღე უნდა გადავპარსოთ თავი", - ასე ხუმრობს სპალეტი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"