"გაზეტა დელო სპორტის" ცნობით, ამ დილით მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა კლუბის დირექტორებმა მარკო ფასონემ და მასიმილიანო მირაბელიმ დაიბარეს. აღნიშნული გამოცემის მტკიცებით, მონტელამ ქვეყნის პირველობის ორ უახლოეს მატჩში, 1 ოქტომბერს "რომასთან" და 15 ოქტომბერს მილანის "ინტერთან" შეხვედრებში უნდა გამოასწოროს მდგომარეობა და თუ ეს ვერ მოახერხა, უთუოდ გადააყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს ევროპა ლიგაზე "რიეკასთან" თამაში მის დარჩენა - არდარჩენაზე არ იმოქმედებს.