მონტელა: ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
"სამდორიასთან" 0:2-ზე დამარცხების შემდეგ "მილანის" მწვრთნელს ვინჩენცო მონტელას კლუბის ხელმძღვანელობამ ულტიმატუმი წაუყენა, ან იტალიის ჩემპიონატის ორ უახლოეს მატჩში გამოასწორებს მდგომარეობას, ან არადა გადააყენებენ. გუშინ "რომასთან" 0:2 წააგო როსონერიმ და მონტელას 15 ოქტომბერს "ინტერთან" თამაშიღა დარჩა, თუმცა იხტიბარს მაინც არ იტეხს:

"მომეწონა ჩვენი ფეხბურთელების ასპარეზობა. მეტოქეს ტოლ-სწორად ვეპაექრეთ, ბევრი მომენტი გვქონდა. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები არ დავიბენით. "რომამ" გასულ სეზონში მე-2 ადგილი დაიკავა და შემადგენლობა შეინარჩუნა.

წაგება ფეხბურთის ნაწილია. ყველაფერს დეტალები წყვეტს. ერთი გოლი რომ გაგვეტანა, სხვანაირი თამაში წავიდოდა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული