სერია A. VII ტური: "ნაპოლიმ" ახალი ისტორია დაწერა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის ცენტრალური მატჩი მილანში შედგა, სადაც განახლებული "როსონერი" "რომას" დაუხვდა. ამ შეხვედრაზე ქვემოთ აუცილებლად დავწერთ, მანამდე კი ტურის დანარჩენ შეხვედრებს მივხედოთ და აუცილებლად აღვნიშნოთ, რომ სერია A-ში ორხელისუფლებიანობა აღარ არის...

როგორც მოსალოდნელი იყო, "ნაპოლიმ" შინ შანსი არ დაუტოვა "კალიარის". მაურიციო სარის გუნდმა ისევ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთი ითამაშა და თუ ასე გააგრძელა, ნეაპოლური კლუბი ბოლომდე გაუწევს კონკურენციას "იუვენტუსს".

ვერ დაფრინავს, მაგრამ მაინც იგებს "ინტერი". ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა, ამჯერად, უქულო "ბენევენტოს" მოუგეს გასვლაზე. შესანიშნავი იყო ბროზოვიჩი, ვინც მილანელთა
რიგებში დუბლი მიითვალა. მასპინძლებმა კი გაიბრძოლეს, მაგრამ თამაშის შემოსაბრუნებლად ძალა აღარ ეყოთ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ლაციომ" შინ გაანადგურა "სასუოლო". ამჯერად, მხოლოდ ერთი გოლი შეაგდო ჩირო იმობილემ. სამაგიეროდ, დიდებული მატჩი ჩაატარა ესპანელმა ლუის ალბერტომ, ვინც ორი გოლი მიითვალა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში.

მილანი-რომა
მილანში გამართული შეხვედრა კი ტურის ნამდვილი მშვენება გამოდგა. მთელი მატჩის განმავლობაში, თუ ბოლო ათ წუთს არ ჩავთვლით, მაღალი ტემპი იყო. "მილანის" მთავარ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას კარგად ახსოვდა ის ულტიმატუმი, კლუბის ხელმძღვანელობამ რომ წაუყენა და უახლოესი ორი მატჩის მოგებას ავალებდა. "როსონერიმ" შეხვედრის მეტი წილი შეტევაში გაატარა, თუმცა "რომას" მეკარე ალისონს და მცველებს ვერაფერი მოუხერხა.

ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი, რომლის მიხედვითაც, თუ გოლს ვერ გაიტან, აქეთ გაგიტანენ. ედინ ჯეკომ მატჩის დასრულებამდე 18 წუთით ადრე დონარუმას კარში ჩაჭედა ბურთი. ამას ნაინგოლანის უძლიერესი დარტყმა და ალესანდრო ფლორენცის შედეგიანი დამატება მოჰყვა. თამაშის ბედიც აქ გადაწყდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე არბიტრმა ლუკა ბანტიმ მინდვრიდან "მილანის" ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ გააძევა, მაგრამ ამ ეპიზოდს ბევრი აღარაფერი შეუცვლია. ჩანდა, რომ "მილანი" იმ დროისთვის უკვე შეგუებული იყო მარცხს. სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ "მილანში" ეს იყო მონტელას ბოლო მატჩი. მაგრამ ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ, რა და როგორ იქნება.

თამაში კი ერთგვარ დრამად აქცია იმან, რომ მონტელა და "რომას" დამრიგებელი ეუსებიო დი ფრანჩესკო ძველი მეგობრები არიან - ოდინდელი პარტნიორები ერთმანეთს ძმებად მოიხსენიებენ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კომენტარი
ვინჩენცო მონტელა (რომა): "აღტაცებული ვარ იმ მებრძოლი სულით, რომელიც ფეხბურთელებმა გამოავლინეს. თამაშის დროს ხდება პატარ-პატარა ნიუანსები, რომლებიც საბოლოო ჯამში განაპირობებენ შეხვედრის საბოლოო შედეგებს. ეს მხოლოდ სტარტია და არ ვწუხვარ. იყო დრო წინა სეზონში, როცა არც "იუვენტუსს" ეჭირა შესაფერისი ადგილი ცხრილში, მაგრამ მათ საბოლოო ჯამში სკუდეტო მოიგეს. მე უფრო "სამპდორიასთან" შეხვედრაზე ვწუხვარ, სადაც ძალიან ცუდად ვითამაშეთ".

ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა): "ჩვენ განსაკუთრებული ტესტი ჩავაბარეთ. გვაქვს გამოტოვებული თამაში "სამპდორიასთან" და ის უნდა მოვიგოთ. ძალიან გვინდოდა მილანში გამარჯვება და მიზანს მივაღწიეთ კიდეც".

ატალანტა-იუვენტუსი
ყველაფერი დაიტია "ატალანტასა" და "იუვენტუსის" დაპირისპირებამ. ლეონარდო ბონუჩის წასვლის შემდეგ "ბებერი ქალბატონის" დაცვა ძველებურად აუღებული ციხესიმაგრე აღარ არის და ეს ამ მატჩმაც დაადასტურა. როცა "იუვე" ბერნარდესკისა და იგუაინის გოლებით დაწინაურდა, ყველამ ჩათვალა, რომ სტუმარს 3 ქულა ჯიბეში ედო, მაგრამ "ატალანტამ" კალდარასა და კრისტანტეს შედეგიანი დარტყმებით გაათანაბრა და ეს ანგარიში ბოლომდე შეინარჩუნა.

ისიც ვთქვათ, რომ ვიდეორეფერიმ მარიო მანჯუკიჩის გოლი გააუქმა. 84-ე წუთზე კი პაულო დიბალამ პენალტი ვერ გაიტანა ("ატალანტა" მეკარე ბერიშამ იხსნა). ასე დაკარგა ფავორიტმა პირველი ქულები.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფაქტები
  • "რომამ" გაიმეორა თავისი ყველა დროის რეკორდი - ბოლო 27 მატჩიდან თითოეულში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
  • ალესანდრო ფლორენციმ ("რომა") სერია A-ში პირველად გაიტანა 2016 წლის აპრილის შემდეგ (546 დღე უგოლოდ).
  • "მილანმა" "რომას" კარში რვავე დარტყმა პირველ ტაიმში განახორციელა და რვავე - საჯარიმოს გარედან.
  • "ინტერს" სასტარტო 7 ტურის შემდეგ 19 ქულა 2002 წლის შემდეგ არ ჰქონია.
  • მარკო დალესანდრომ ("ბენევენტო") პირველად გაიტანა 567-წუთიანი პაუზის შემდეგ.
  • "ნაპოლი" პირველი გუნდია სერია A-ს ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონატის სასტარტო 7 მატჩიდან შვიდივე მოიგო და გაიტანა 25 გოლი (საშუალოდ 3.5 გოლი მატჩში).
  • "ჯენოამ" პირველ 7 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღო, რაც ამ გუნდის ყველაზე ცუდი სტარტია 1957/58 წლების სეზონის შემდეგ.
  • "უდინეზემდე" ერთ მატჩში 3 პენალტი "ჯენოამ" დაარტყა "ინტერის" კარში 2012 წლის აპრილში.
  • როდრიგო დე პაულის ("უდინეზე") მიერ სერია A-ში გატანილი 6 გოლიდან ყველა საშინაო მატჩებზე მოდის.
  • ხოსე კალეხონმა ("ნაპოლი") გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 მატჩში.
  • ჯანლუიჯი ბუფონის კარში მატია კალდარას ("ატალანტა") გოლი იყო ლეგენდარული მეკარის მიერ გაშვებული მე-500 ბურთი "იუვენტუსში" ყოფნის პერიოდში.
  • "ატალანტამ" ბოლო 15 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო (9 მოგება, 5 ფრე).

უდინეზე-სამპდორია 4:0
გოლები
: 1:0 დე პაული (27-პენ), 2:0 მაქსი ლოპესი (66-პენ), 3:0 მაქსი ლოპესი (85), 4:0 ფოფანა (90-პენ)

ჯენოა-ბოლონია 0:1
გოლი
: 0:1 პალასიო (73)

ნაპოლი-კალიარი 3:0
გოლები
: 1:0 ჰამშიკი (4), 2:0 მერტენსი (40-პენ), 3:0 კულიბალი (47)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი (87. მარიო რუი) - ალანი ( 78. უნასი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - კალიეხონი (71. როგი), მერტენსი, ინსინიე

ბენევენტო-ინტერი 1:2
გოლები
: 0:1 ბროზოვიჩი (19), 0:2 ბროზოვიჩი (22), 1:2 დალესანდრო (42)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო (85. დალბერტი), მირანდა, შკრინიარი, დამბროზიო - ბორხა ვალერო (78. გალიარდინი), ვესინო - კანდრევა (52. ჟოაო მარიო), ბროზოვიჩი, პერიშიჩი - იკარდი

კიევო-ფიორენტინა 2:1
გოლები
: 0:1 სიმეონე (6), 1:1 კასტრო (25), 2:1 კასტრო (46)

ლაციო-სასუოლო 6:1
გოლები
: 0:1 ბერარდი (27-პენ), 1:1 ლუის ალბერტო (45), 2:1 დე ვრეი (56), 3:1 ლუის ალბერტო (57), 4:1 პაროლო (64), 5:1 პაროლო (69), 6:1 იმობილე (81-პენ)
ლაციო (3-5-1-2): სტრაკოშა - პატრიკი, დე ვრეი (67. ლიუშ ფელიპე), რადუ (86. მაურისიო) - მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი - ლუის ალბერტო (72. ნანი) - იმობილე

სპალ-კროტონე 1:1
გოლები
: 1:0 პალოსკი (39), 1:1 ნვანკვო (59)

ტორინო-ვერონა 2:2
გოლები
: 1:0 ფალკე (31), 2:0 იანგი (44), 2:1 კინი (87), 2:2 პაცინი (90-პენ)
გაძევება: ძუკულინი (90. ვერონა)

მილანი-რომა 0:2
გოლები
: 0:1 ჯეკო (72), 0:2 ფლორენცი (77)
მილანი (3-5-2): დონარუმა - მუსაკიო, ბონუჩი, რომანიოლი - ბორინი (84. ბონავენტურა), კესი, ბილია, ჩალჰანოღლუ, როდრიგესი - ანდრე სილვა, კალინიჩი (79. კუტრონე)
რომა (4-3-3): ალისონი - ბრუბო პერესი, მანოლასი (86. ჟეზუში), ფასიო, კოლაროვი - ნაინგოლანი, დე როსი, სტროოტმანი (30. პელეგრინი), ფლორენცი, ჯეკო, ელ შაარავი (78. ჟერსონი)
გაძევება: ჩალჰანოღლუ (80. მილანი)

ატალანტა-იუვენტუსი 2:2
გოლები
: 0:1 ბერნარდესკი (21), 0:2 იგუაინი (24), 1:2 კალდარა (31), 2:2 კრისტანტე (67)
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი (66. ბარძალი), ბენატია, კიელინი, ასამოა - ბეტანკური, მატუიდი - ბერნარდესკი (69. კუადრადო), დიბალა, მანჯუკიჩი (78. დიეგო კოშტა) - იგუაინი.
გამოუყენებელი პენალტი: დიბალა (84. იუვენტუსი)

ბომბარდირები: 10 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 9 - ჩირო იმობილე (ლაციო); 7 - დრის მერტენსი (ნაპოლი), ედინ ჯეკო (რომა); 6 - მაურო იკარდი (ინტერი)

მომდევნო ტური
14 ოქტომბერი: იუვენტუსი-ლაციო, რომა-ნაპოლი
15 ოქტომბერი: ფიორენტინა-უდინეზე, ბოლონია-სპალ, კალიარი-ჯენოა, კროტონე-ტორინო, სამპდორია-ატალანტა, სასუოლო-კიევო, ინტერი-მილანი
16 ოქტომბერი: ვერონა-ბენევენტო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული