ჯიჯი ბუფონი შეიძლება იტალიის სპორტის მინისტრი გახდეს

AutoSharing Option
იტალიელმა ხელოვნებადმცოდნემ და მწერალმა ვიტორიო სგარბიმ განაცხადა, რომ თუ არჩევნებზე მისი ახალი პარტია "აღორძინება" გაიმარჯვებს, ტურინის "იუვენტუსის" 39 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი სპორტის მინისტრი გახდება:

"თუ არჩევნებს მოვიგებთ, ბუფონი სპორტის მინისტრი გახდება. ჯანლუიჯი გაწონასწორებული პიროვნებაა, დიდი ხანია სკუადრა აძურას ღირსებას იცავს და მალე თამაშს თავს დაანებებს. ის დაინტერესებულია ხელოვნებითა და პოლიტიკით.

ჯიჯი ჩვენი პარტიის პროგრამით დაინტერესდა. ამის შესახებ თვითონ მომწერა. მასთან ერთად ტრიესტაში გამოფენაზე ვიყავი და მხარდაჭერა აღმიქვა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული