"ნაპოლი" ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურშიც გაიმარჯვა, ამჯერად სტუმრად "რომას" 1:0 სძლია და ტურინის "იუვენტუსს" 5 ქულით გაექცა.

"ნაპოლის" ფორვარდმა ლორენცო ინსინიემ კარიერაში მე-100 გოლი გაიტანა. ის ადრე "ფოჯასა" და "პესკარაში" თამაშობდა, ხოლო სკუადრა აძურაში 20 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

"ნაპოლი" ევროპის ხუთ საუკეთესო პირველობაზე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულა არ დაუკარგავს და 17 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "მანჩესტერ სიტის" ხვდება. ნეაპოლური გუნდის მცველმა რაულ ალბიოლმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტი" ამჟამად კონტინენტზე ყველაზე ძლიერი გუნდია და მის დამარცხებას შეეცდებიან.

"ნაპოლის" მწვრთნელმა
მაურიციო სარიმ კი თქვა, რომ შეუძლოდ იყო და პრეს-კონფერენციაზე არ გამოცხადდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული