სერია A. VIII ტური: "ნაპოლის" რვიდან რვა! [VIDEO]

AutoSharing Option
14 ოქტომბერს იტალიის სერია ა-ში ორი მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა: "იუვენტუსი"-"ლაციო" და "რომა"-"ნაპოლი"

ბრწყინვალე ფორმაში მყოფი "ნაპოლი", "იუვენტუსის" ჰეგემონიის დამხობას ცდილობს და კარგადაც გამოსდის. 8 თამაში და 8 გამარჯვება, საუკეთესო მაჩვენებელია წამყვან ჩემპიონატებში.

"ნაპოლი" "რომას" ეწვია და თამაშის დაწყებიდანვე, სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. მატჩის მე-20 წუთზე ლორენცო ინსინიემ გამარჯვების გოლი გაიტანა და მის კარიერაში ეს მე-100 გამოდგა. დანარჩები 70 წუთი, შეხვედრაში განსაკუთრებული არაფერი არ მომხდარა და ამ გამარჯვებით, "ნაპოლი" იტალიაში პირველ ადგილზეა.

"იუვენტუსი" კი ამ დროს, საკუთარ სტადიონზე ქულებს კარგავს და
თამაშის დალაგებას ვერ ახერხებს. ფაქტია ტურინულ კლუბს სხვა სიცოცხლე სჭირდება.

პირველ ტაიმში "იუვენტუსმა" 3-ჯერ სცადა მეტოქის კარის აღება და 23-ე წუთზე დუგლას კოშტას მცდელობა, წარმატებული გამოდგა. მატჩის მეორე ნახევარში კი უპირატესობას "ლაციო" დაეუფლა, 47-ე წუთზე ჩირო იმობილემ ლუის ალბერტოს გადაცემით გაათანაბრა და 54-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა.

"იუვენტუსს" შეეძლო ამ თამაშში ერთი ქულა მაინც მოეპოვებინა, მაგრამ მატჩის 97 წუთზე პაულო დიბალამ პენალტი ვერ გამოიყენა. საბოლოოდ რომაელებმა 3 ქულით დატოვეს ტურინი.
"იუვენტუსი"-"ლაციო" 1:2 (ვიდეო)

Sportall.Ge

"იუვენტუსი" : ბუფონი; ლიხშტაინერი (სტურარო 73), ბარძალი, კიელინი, ასამოა; ხედირა (დიბალა 65), ბენტანკური, მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნარდესკი 54), იგუაინი, მანჯუკიჩი

"ლაციო"
: სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (პატრიკი 84); ლუის ალბერტო (ნანი 72); იმმობილე (კაისედო 76)

"რომა"-"ნაპოლი" 0:1 (ვიდეო)
Sportall.Ge
"რომა": ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი (ფაციო 59), ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი, დე როსი, პელეგრინი (ჟერსონი 78); ფლორენცი (ჯენგიზ უნდერი 72), ჯეკო, პეროტი

"ნაპოლი" : რეინა; ჰისაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 73), ჰამშიკი (ზიელინსკი 71); კალეხონი (როგი 82), მერტენსი, ინსინიე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული