მიკოლის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

AutoSharing Option
პალერმოს სასამართლომ იტალიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ფაბრიციო მიკოლის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2010 წელს მიკოლის ერთი პიროვნებისათვის დისკოთეკის გასახსნელად 20 ათასი ევრო მიუცია, რომელსაც ეს თანხა მიუთვისებია და ფეხბურთელს დახმარებისათვის ქალაქის კალსას რაიონის მაფიის ბოსის შვილისთვის მაურო ლაურიკელისთვის მიუმართავს.

ლაურიკელის კი ფულის ამოსაღებად ძალისმიერი მეთოდები გამოუყენებია და მიკოლისთან ერთად დაუპატიმრებიათ. ფაბრიციო თავს უდანაშაულოდ თვლის, აცხადებს, რომ ლაურიკელის მაფიასთან კავშირის შესახებ არაფერი არ იცოდა და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

მიკოლი დიეგო მარადონას ფანია და 2010 წელს მისი საყურე 25 ათასად შეიძინა.

ფაბრიციო "იუვენტუსში", "ფიორენტინაში", "ბენფიკასა" და "პალერმოში" თამაშობდა, კარიერა კი შარშანწინ მალტის "ბირკირკარაში" დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რა შუაშია და როცა საყურეში აძლევ 25 000 ევროს ესეიგი საშუალება გაქვს და თუნდაც შენი 20 000 ევროს ამოღებისათვის არსებობს პოლიცია და არა მაფიოზები და გატაცებას.
იყოს ეხლა ციხეში 25 000 ევროიანი საყურეთი 3,5 წელი
ბათუმელი
16:43 21-10-2017
1
რა შუაშია საყურე :) სტატიის ავტორს მაგარი იუმორის გრძნობა აქვს
გამარჯვებები წინაა
09:55 21-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული