დონარუმა: ხანდახან მამისათვის უნდა დამეჯერებინა

AutoSharing Option
"მილანის" 18 წლის კიპერმა ჯანლუიჯი დონარუმამ აღიარა, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არ იღებდა სწორ გადაწყვეტილებას:

"ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა გიწევს ხოლმე. ახლა ვფიქრობ, რომ რიგ შემთხვევებში სწორად არ მოვიქეცი, თუმცა არაფერს არ ვნანობ. ვაღიარებ, მამაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა".

გასულ სეზონში გაქნილი აგენტი მინო რაიოლა ვიწრო მერკანტილური ინტერესებიდან გამომდინარე, თავის კლიენტს გუნდის გამოცვლას ურჩევდა, ოჯახი კი ჯიჯის როსონერიში დარჩენის მომხრე იყო.

ჯანლუიჯი "მილანის" აღზრდილია და 11 ივლისს მშობლიურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა შრომითი ხელშეკრულება, სეზონური გასამრჯელო კი 6 მილიონ ევრომდე გაუზარდეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული