სერია ა. XXI ტური. გონსალო იგუაინის დუბლმა "მილანი" გატეხა [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურში ყველა დიდი ინტერესით ელოდა "მილანისა" და "იუვენტუსის" მატჩს, "სან სიროზე" ჩასატარებელი შეხვედრის 78 000 ბილეთი ორი დღით ადრე გაიყიდა.

სტუმრებმა 2:0 მოიგეს, დუბლი გონსალო იგუაინმა მიითვალა, რომელმაც ქვეყნის პირველობაზე უკვე 100-გოლიანი ზღვარი გადალახა (71 ნაპოლიში გაიტანა, 30 კი ბიანკონერიში).

"იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ კარგად ითამაშეს, ახლა ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონის "სპორტინგთან" დასაპირისპირებლად მოემზადებიან, მანძუკიჩმა და ასამოამ გასაქანი არ მისცეს მეტოქის წამყვან ფეხბურთელს სუსოს, პიპიტა კი შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა მეტი ევალება, რადგან დიდი პოტენციალის მქონეა.

როსონერის
თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ ისევ თავი იმართლა, ურიგოდ ნამდვილად არ გვიასპარეზია, ცოტა გადაღლილები ვიყავით, მოწინააღმდეგეზე ორჯერ მეტჯერ დავარტყით კარში ბურთი, მაგრამ იგუაინის გოლებმა გაგვტეხაო.

ერთი სიტყვით, "ბებერი ქალბატონი" "ნაპოლის" ქულებით დაეწია, ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით კი პირველ ადგილზეა.

"რომამ" სტეფანო ელ შაარავის გოლით სახლში დაამარცხა "ბოლონია".

დღეს "ნაპოლი" სასუოლოს" მასპინძლობს, "ლაციო" გასვლაზე "ბენევენტოს" ხვდება, ხოლო ხვალ "ინტერი" "ვერონას" ესტუმრება.

მილანი - იუვენტუსი 0:2 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 იგუაინი (23), 2:0 იგუაინი (63)

რომა - ბოლონია 1:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლი: 1:0 ელ შაარავი (33)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული