"მილანი" ჰაკან ჩალჰანოღლუთი იმედგაცრუებულია

AutoSharing Option
Calciomercato-ს ცნობით, "მილანის" ხელმძღვანელები უკმაყოფილონი არიან გუნდის 23 წლის ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუს თამაშით, რომელმაც ამ სეზონში ყველა ტურნირზე 16 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ ის უკანდახეული თავდამსხმელის პოზიციაზეც გამოსცადა 4-3-3 ტაქტიკური სქემისას, 3-5-2-ზე ნახევარდაცვაშიც, მაგრამ თავი ვერ წარმოაჩინა.

როსონერიმ ჰაკანი ივლისში ლევერკუზენის "ბაიერისგან" 22 მილიონ ევროდ შეიძინა და იტალიის ჩემპიონატზე ადაპტირება ჯერ ვერ მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული