"ყველა გვაქებს და მაინც უქულოდ ვართ. ამაში ჯადოქრები არიან დამნაშავენი, რომლებიც ყოველთვის ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენდნენ ჩვენს ქალაქზე. დიახ, მართალია, ცრუმორწმუნე ადამიანი ვარ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, სერია A-დან არ გავარდებით".
შუა საუკუნეებში ბენევენტო "ჯადოქართა ქალაქად" იყო ცნობილი. ლეგენდის მიხედვით, კაკლის ხესთან რიტუალების ჩასატარებლად კუდიანი ჯადოქრები იკრიბებოდნენ. ადრე ქალაქს Maleventum-ი ერქვა, რაც "ცუდი შემთხვევების ადგილს" ნიშნავს. კლუბის ემბლემაზე ცოცხზე შემომჯდარი ჯადოქარია გამოსახული.