ჯამპიერო ვენტურა: მე არ გადავმდგარვარ

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფში განცდილი ფიასკოს შემდეგ პოსტიდან გადადგა.

"არ გადავმდგარვარ, რადგან ფედერაციის პრეზიდენტს ჯერ არ დავლაპარაკებივარ. ბოდიშით, მეჩქარება, ყველა ფეხბურთელს, რომელთანაც ერთად ვმუშაობდი, მინდა დაველაპარაკო. ფეხბურთში დიდი ხანია ვმოღვაწეობ და ვიცი, რა მძიმე შედეგი მივიღეთ.

ვამაყობ ამ გუნდის წევრობით. დიდი სამუშაო გავწიეთ, მაგრამ მთავარი შედეგია. ახლა ჩემს გადადგომაზე მსჯელობის დრო არაა. შევხდები პრეზიდენტს და ყველაფერს განვიხილავთ. დაველაპარაკები და მოვუსმენ. მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავეთანხმები", - განუცხადა ვენტურამ Football Italia-ს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა გაქვს საამაყო შე გამოთაყვანებულო წაგებული თამაშის შემდეგ?!!!
G.A.L.
14 ნოემბერი 2017 10:34
0
ვინც დაგნიშნა ისიც უნდა მოგაყოლონ და ფეხბურთში მოღვაწეობაც უნდა აუკრძალონ
gg
14 ნოემბერი 2017 10:01
0
1990 წლიდან ვგულშემატკივრობ იტალიას, მე ესეთი მწვრთნელი ჯერ არ მინახავს, როგორც გუშინ იყო... ნებისმიერ ძლიერ გუნდზე ყოველთვის ასე ამბობდნენ:ამათ იტალია თუ შეაჩერებსო!! ისე როგორც გულშემატკივარი მაინც ესე ვიტყვი: იტალია კი არ დარჩა მსოფლიოს გარეშე, მსოფლიო დარჩა იტალიის გარეშე!!!)))
forza ITALIA!!
14 ნოემბერი 2017 14:32
1
ვაისის ბიძაშვილია თუ საამაყო რა აქვს
nnn
14 ნოემბერი 2017 10:56
0
Ki ar gadamdgarxar gagagdes
Zorbegi
14 ნოემბერი 2017 08:11
0

სიახლეები პოპულარული