არიგო საკი: დღეს იტალია ტრაურშია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა არიგო საკიმ სკუადრა აძურას ფიასკოზე ისაუბრა:

"იტალია ტრაურშია: მუნდიალი უჩვენოდ ჩატარდება. უკანასკნელად ეს 60 წლის წინ მოხდა.მტკივნეულია, მაგრამ შეიძლება უკეთესიცაა. პრობლემას ადრე უნდა მივხვედრილიყავით.

ტავეკიომ პრეზიდენტობა მწვრთნელად კონტეს მიწვევით დაიწყო და არაა გამორიცხული, ამან შეაცდინა. მას ეგონა ვენტურაც მიაღწევდა წარმატებას. ჯამპიერო ყოველთვის კარგი სპეციალისტი გახლდათ, მაგრამ არასოდეს არ ითვლებოდა საუკეთესოდ.

არ იქნება მართებული შექმნილ ვითარებაში მწვრთნელზე ბევრი ლაპარაკი. ჩვენი პრობლემები მრავალი წლების განმავლობაში შენიღბული იყო ზოგიერთი მწვრთნელის ტალანტითა და ზოგიერთი ფეხბურთელის ოსტატობით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული