"ნაპოლიმ" "მილანი" დაამარცხა, "რომამ" კი - "ლაციო" [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მე-13 ტურში ერთპიროვნულმა ლიდერმა "ნაპოლიმ" "სან პაოლოზე" "მილანი" 2:1 დაამარცხა. ანგარიში 33-ე წუთზე ლორენცო ინსინიემ გახსნა, 72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პიოტრ ზელინსკიმ მეორედ დაამწუხრა როსონერის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, ხოლო მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ალესიო რომანიოლიმ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა.



"რომამ" ასევე 2:1 მოუგო "ლაციოს" და მესამე ადგილზეა. დღეს "ინტერი" "ატალანტას" მასპინძლობს, "იუვენტუსი" კი გენუაში "სამპდორიას" ხვდება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული