მასიმილიანო ალეგრი: მოულოდნელად სილა გაგვაწნეს

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის მე-13 ტურში, გენუაში "სამპდორიასთან" წაგებულ მატჩზე (2:3), კომენტარი ტურინის "იუვენტუსის" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

"ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. როდესაც ვაგებდით, თამაშის შემოტრიალების შესაძლებლობა გვქონდა. არ უნდა გვეჩქარა დამაგვირგვინებელ სტადიაში.

ახლა უნდა გავერკვეთ, რა ხდება. ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ, განსაკუთრებით სტუმრად. დღეს მოულოდნელად სილა გაგვაწნეს. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ არ ვითარდებოდა, სიმშვიდე არ უნდა დაგვეკარგა.

ჯანლუიჯი ბუფონი და ანდრეა ბარცალი 15 დღეში ნაკრებში ფიზიკურად და მორალურად დაიღალენ. ამიტომ არ
ვათამაშე. ჯიჯის შეეძლო მეექვსე მუნდიალზე მიეღო მონაწილეობა. ეს მისთვის დიდი იმედგაცრუება იყო. თუმცა, კარგ ფორმაშია".

ახლა ბიანკონერი ლიდერს, "ნაპოლის" 4 ქულით ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული