ჯანლუიჯი ბუფონი: თუ ნაკრებს დავჭირდი, 60 წლის ასაკშიც დავბრუნდები

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" 39 წლის მეკარემ ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ თამაშის სურვილი არ დაუკარგავს და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება სანაკრებო კარიერა განაახლოს:

"განსაზღრულ ასაკს მივაღწიე, ამიტომ პაუზის აღებაა აუცილებელი. თუმცა, თუ იტალიას გოლკიპერი არ ეყოლება და მთხოვენ, 60 წლის ასაკშიც დავბრუნდები".

როგორც იცით, სკუადრა აძურას უმუნდიალოდ დარჩენის შემდეგ ბუფონმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, ზაფხულში კი თამაშს თავს დაანებებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რამდენი მშვენიერი მეკარეა დაბლოკილი ამის გამო, წლებია უკვე ვეღარ არის ძველებური ბუფონი, მაგრამ საკუთარ ცხვირს იქით ვერ იყურება და ეს არის არასწორი. სხვას არ უნდა მიეცეს შანსი? იდექი ხო დალოცვილო 20წელი, ბოლო 5 წელია უბრალო ბურთებს უშვებ ცენტრში დარტყმულებს, წადი რა...
levani
08:39 02-12-2017
0
ვაუ-ს მივმართავ! ჯიგარო! მამუკას რომ ახსენებ, კიდევ ერთ თამაშსს ჩაატარებს ნაკრებში, მაგ კაცმა ისეთ დროს დატოვა ნაკრები როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი განაღდებული გვქონდა. დარწმუნებული არ არის კაცი ფიზიკურად როგორ ფორმაში იქნა მსოფლიო ჩემპიონატის დროს და გზა ახალგაზრდებს დაუთმო, ეს კი მისასალმებელია, გაუმარჯოს გორგოძეს. რაც შეეხება სანიკიძეს კაცი ცდილობს იქნებ როგორმე ფეხზე დადგეს და ითამაშოს საკლუბო დონეზე მაინც, საშინელი ტრავმა აქვს. ზაზას კი ფედერაციასთან აერია ურთიერთობა და წავიდა. ასე რომ ტყუილად ნუ დაენდურებით ვინმეს. რაც შეეხება ბუფონს ეგ რომ კარში ჩადგება თუნდაც 60 წლის რა ხეირს ნახავს იტალია? არადა ამ დროს დონარუმა ჰყავთ. ცოტა დაფიქრდი რას საყვედურობ ბიჭებს. გორგოძეს წასვლა ჩემი დიდი ტკივილი და წყენაა ვეღარ ვუყურებ რაგბს ისე როგორც მამუკას დროს.
nika
13:39 01-12-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული