ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
იტალიაში Gran Gala del Calcio-ს ცერემონიაზე, კალენდარული წლის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალური ჯილდოები დაარიგეს.

2017 წლის საუკეთესო მეკარე და ფეხბურთელი ჯანლუიჯი ბუფონი გახდა, რომელიც ტურინის "იუვენტუსის" ღირსებას იცავს.

წლის გუნდად ტურინის "იუვენტუსი" დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი "ნაპოლის" თავკაცი მაურისიო სარი აღიარეს.

გარდა ამისა, წარმოადგინეს სიმბოლური ნაკრები, რომელიც ასე გამოიყურება:

ბუფონი, დანი ალვეში, ბონუჩი, კულიბალი, ალექს სანდრო, ნაინგოლანი, პინაიჩი, ჰამშიკი, მერტენსი, გონსალო იგუაინი, დიბალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული