02:19 02-12-2017
გონსალო იგუაინმა თავისი ყოფილი გუნდი დაამარცხა [VIDEO]
AutoSharing Option
ბიანკონერიმ კი ქვეყნის პირველობაზე მიჯრით 44-ე შეხვედრაში გაიტანა გოლი და რეკორდი დაამყარა.
აღსანიშნავია, რომ გამარჯვების გოლის ავტორი "ნაპოლის" ყოფილი თავდამსხმელი გონსალო იგუაინია, რომელმაც ხელზე ოპერაცია ახლახან გაიკეთა და მისი თამაში საეჭვო გახლდათ.
მასპინძლები მთელი მატჩის განმავლობაში უტევდნენ, ბურთის ფლობა 68/32-ზე იყო, მაგრამ მე-12 წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ "ბებერი ქალბატონი" თავს ორგანიზებულად იცავდა, გაიმარჯვა და ახლა მაურიციო სარის გუნდს 1 ქულით ჩამორჩება.
ნამატჩევს "იუვეს" მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ "სან პაოლოზე" თამაში მუდამ ძნელია, ასეთი ასპარეზობით შეუძლიათ წარმატებული სეზონები გაიმეორონ, იგუაინმა კი თავს ძალა დაატანა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და ძლიერი მეტოქის დამარცხებაში დაეხმარა თავის გუნდს.
ხვალ "ინტერი" "კიევოს" მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, ერთპიროვნული ლიდერი გახდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული