ჯენარო გატუზო: დანა რომ ჩაერტყათ, ასე არ მეტკინებოდა

AutoSharing Option
ამ სეზონში "ბენევენტომ" პირველად გაიტანა ორი გოლი, 90+6-ე წუთზე "მილანის" კარის დამლაშქრავმა მეკარე ალბერტო ბინოლიმ თქვა, რომ თვალები დახუჭა, ახტა და გოლი გაიტანა.

როსონერის ახალმა თავკაცმა ჯენარო გატუზომ კი ასეთი კომენტარი გააკეთა:"რა უნდა გითხრათ, ძალიან მტკივნეული იყო. დანა რომ ჩაერტყათ, ასე არ მეტკინებოდა. უკანასკნელი 15 წუთი გაგვიჭირდა და რაღაც ჭირიანი გოლი გავუშვით.

შეიძლებოდა მოგჩვენებოდათ, რომ ჩემმა გუნდმა უგულოდ ითამაშა და ანგარიში არ ანაღვლებდა, მაგრამ გასახდელში ფეხბურთელები განადგურებულები იყვნენ. ჩვენ "მილანი" ვართ და დღევანდელი სიტუაცია მიუღებელია.

პირველად ვუხელმძღვანელე გუნდს, რომლის რიგებშიც
ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვასპარეზობდი. მეგონა, მოვიგებდით, მაგრამ ბავშვური შეცდომა დავუშვით და მეტოქეს საჯარიმო ვაჩუქეთ. ახლა ჭრილობის მოშუშება გვიწევს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული