სპალეტიმ სერია С-ს გუნდთან წამყვანი ფეხბურთელები დაასვენა და კინაღამ ინფარქტიც მიიღო

AutoSharing Option
ტურინში "იუვენტუსთან" მიღწეული სასურველი უგოლო ფრის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატზე გალიდერებულმა "ინტერმა" თასზე სერია С-ს "პორდენონეს" უმასპინძლა.

ნერიაძურის მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის არ უყვარს შემადგენლობის როტაცია, მაგრამ იფიქრა, ადვილად გავიდოდა ფონს და ძირითად შემადგენლობაში იკარდი, პერიშიჩი, ბროზოვიჩი, ვალერო, კანდრევა, მირანდე და ჰანდანოვიჩი არ დააყენა.

33-ჯერ დაარტყეს მასპინძლებმა კარის მიმართულებით და 10-ჯერ კარში, მაგრამ ბურთს ჯიუტად არ უნდოდა რანგით მესამედივიზიონელი კიპერის პერილის კარში შესვლა.

რომ გაუჭირდა მის გუნდს, გაგიჟდა სპალეტი, შეცვლაზე ბროზოვიჩი, პერიშიჩი და იკარდი შეუშვა, თუმცა მაინც ვერ გაიტანეს გოლი. იკარდიმ ბურთი
ძელს გაარტყა, მერე კი რამოდენიმე მეტრიდან ააცილა მიზანს და ... მილანელები კინაღამ დაისაჯნენ, როდესაც მანიანიმ საჯარიმოს ხაზიდან დარტყმული ბურთი ხარიხას გაარტყა.

პენალტების სერიაში კი იმარჯვა "ინტერმა" 5:4, მაგრამ სპალეტის სახეზე სიხარულისა არაფერი არ ეტყობოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული