გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ "მილანის" ხელმძღვანელობას თავის კლიენტთან კონტრაქტის გაუქმება სთხოვა, რათა შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით პსჟ-ში გადაიყვანოს და ხელი გვარიანად მოითბოს.
"როსონერის" ხელმძღვანელობამ კი განაცხადა, რომ ჯიჯის 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.
Football Italia ირწმუნება, რომ დონარუმამ დღეს ტურინის "იუვენტუსს" მიწვევაზე უარი უთხრა.