მასიმილიანო მირაბელი: დონარუმას ''მილანიდან'' წასვლა არ სურს

AutoSharing Option
იტალიური ''მილანის'' მეკარის, ჯანლუიჯი დონარუმას შესაძლო ტრანსფერის შესახებ ხმები არ წყდება.

სწორედ ამ ხმების გამო გუშინ, იტალიის თასზე ''ვერონასთან'' დაპირისპირებაში, ''როსონერის'' ქომაგებმა პლაკატი გამოფინეს წარწერით: "მორალური ძალადობა - ეს 6-მილიონიანი ხელფასი და პარაზიტი ძმის გაფორმებაა? ჩვენი მოთმინება ამოიწურა, წაეთრიე".

დონარუმამ კი ამ ფაქტის გამო ცრემლები ვერ შეიკავა. მას გუნდის კაპიტანი ლეონარდო ბონუჩი აწყნარებდა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კომენტარი ''მილანის'' სპორტულმა დირექტომა მასიმილიანო მირაბელიმ გააკეთა.

''რამდენიმე წუთის უკან დონარუმას ვესაუბრე და მან
მითხრა, რომ კლუბიდან წასვლა არ სურს. იგი ჩვენი პროექტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

კლუბის ხელმძღვანელობა კი მას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დათმობს.

მინო რაიოლასთან კავშირი არ გვქონია. დონარუმას კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და იგი ჩვენი ფეხბურთელია.

ჯიჯიო ნამდვილი ჯენტლმენია. ერთ დღესაც მის დღევანდელ საქციელზე ბევრს ვიცინებთ'', - განაცხადა მირაბელიმ.

 

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული