იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ინტერი" მოულოდნელად დამარცხდა სახლში "უდინეზესთან" 1:3. ნამატჩევს ნერიაძურის და პირველობის საუკეთესო ბომბარდირმა მაურო იკარდიმ თქვა, რომ ყოველთვის ვერ მოიგებენ, ხოლო გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ ამ წაგებიდან საჭირო დასკვნები უნდა გამოიტანონ.
მილანელთა ფეხის დაცდენით ისარგებლა "ნაპოლიმ", რომელმაც გასვლაზე 3:1 სძლია "ტორინოს" და პირველი ადგილი დაიბრუნა. ამ შეხვედრაში "ნაპოლის" შემადგენლობაში 115-ე გოლი გაიტანა ნახევარმცველმა მარეკ ჰამშიკმა და დიეგო მარადონასთან ერთად კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან აღნიშნა, რომ მისი ამპლუის მოთამაშისთვის ეს დიდი მიღწევაა და არ ნანობს ნეაპოლურ გუნდში გატარებულ მთელ კარიერას.
"რომამ" 90+4-ე წუთზე ფედერიკო ფაციოს მიერ გატანილი გოლით 1:0 მოუგო "კალიარის" და კვლავ მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ რომაელთა თავდამსხმელმა დიეგო პეროტიმ 54-ე წუთზე თერტმეტმეტრიანი ორიგინალურად, გამორბენის გარეშე შეასრულა და ვერ გაიტანა.
დღეს "იუვენტუსი" "ბოლონიას" სტუმრობს, "ლაციო" "ატალანტას", ხოლო "მილანი" "ვერონას".
04:20 17-12-2017
სერია A.XVII ტური: "ნაპოლიმ" ლიდერობა დაიბრუნა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული