ჯენარო გატუზო: პირველივე სირთულისას "მილანი" მოედანზე იკარგება

AutoSharing Option
"მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ "ატალანტასთან" მატჩისთვის სამზადისზე ისაუბრა:"მაგრად ვივარჯიშეთ. ფეხბურთელები ჩვეულებრივზე 2 საათით მეტხანს ვავარჯიშე. რაღაც გამაღიზიანებელი, სტიმულატორი და მეტი სითავხედე გვჭირდება.

ჩვენი გუნდი პირველივე სირთულისას მოედანზე იკარგება. ეს ვიდეოგამეორებაზე კარგად ჩანს. "ვერონასთან" ცუდად ვითამაშეთ. ისეთი შეგრძნება იყო, რომ ყოველი შეტევისას მეტოქეს გოლის გატანა შეეძლო. არადა, გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაც პოზიციური თამაშის პრობლემის გადაჭრა შეუძლიათ.

ფსიქოლოგიაზე გვაქვს სამუშაო, თორემ მარტო კარგი ფიზიკური მომზადება ვერ გვიშველის. ეს თუ არ გამოვასწორეთ, ისევ შევრცხვებით. იმედია, გულშემატკივრები ობსტრუქციას არ მოგვიწყობენ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული