ჯენარო გატუზო: "მილანის" პრობლემა მე არ ვარ

AutoSharing Option
იტალიური "მილანი" არადამაჯერებელ თამაშს კვლავ განაგრძობს. "როსონერი", სერია ა-ს მორიგ ტურში, საშინაო შეხვედრაში ბერგამოს "ატალანტასთან" 0:2 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ უპასუხა. 

"თამაში კარგად დავიწყეთ, თუმცა როგორც კი გოლი გავუშვით, თავი ჩვეულმა პრობლემებმა იჩინა.

ძალიან რთულ ვითარებაში ვართ. ფანები პროტესტს იჩენენ და ეს ბუნებრივია, ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებიც ყველაფერს ცდილობდენ, თუმცა არაფერი გამოგვდის.

დღეს მე "მილანის" მწვრთნელი ვარ, თუმცა ყველაზე ნაკლები პრობლემა ჩემშია. გუნდს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს.

ჩვენ წარსულზე ფიქრი უნდა შევწყვიტოთ და რეალობაში დავბრუნდეთ,
გამოსავალი კი ყველამ ერთად ვიპოვნოთ.

ჩვენზე წინ ცხრილში 8 გუნდია და მათგან ყველამ დაგვამარცხა, როდესაც რთულ მომენტებში გადავდივართ რეაგირება არ შეგვიძლია.

ყოველთვის ვცდილობთ თამაში გავაანალიზოთ და ნაკლები შეცდომები დავუშვათ, თუმცა მაინც იგივე ხდება", - განაცხადა გატუზომ.

მომზადებულია football-italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
მილანს მე მგონი ლიდერი სჭირდება,მენტალური ლიდერი,მებრძოლი,თუნდაც ისეთი,როგორიც თავად გატუზო იყო.
სოსო
14:00 24-12-2017
1
მილანს დიდი სპეციალისტი ჭირდება.
burda
14:57 24-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული