მარეკ ჰამშიკმა მარადონას რეკორდი დაამხო

AutoSharing Option
მარეკ ჰამშიკი "ნაპოლის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 30 წლის ნახევარმცველმა სერია ა-ს მე-18 ტურში "სამპოდორიას" კარი აიღო რითაც 116 გატანილი გოლი მოუგროვდა.

სლოვაკმა, ამ მაჩვენებლით, ლეგენდალურ დიეგო მარადონას გაუსწრო, რომელსაც ნეაპოლიტანელთა მაისურით მეტოქე გუნდი 115-ჯერ ჰყავს დამწუხრებული.

საინტერესოა, რომ ჰამშიკი "ნაპოლის" რიგებში უკვე მე-11 სეზონს ატარებს და ამ დროში 478 ჩატარებული თამაში დაუგროვდა.

მარადონამ კი, 115 გატანილ გოლს თავი 259 შეხვედრაში მოუყარა.

მომზადებულია dailymaili-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული