მიუხედავად იმისა, რომ გატუზომ გუნდი ლამის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა და დამატებით ავარჯიშებდა, როსონერი სერია A-ს მე-18 ტურში მაინც დამარცხდა "სან სიროზე" "ატალანტასთან" (0:2), მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ დაიბარა და პრეს-კონფერენციაზე ამ მიზეზით დააგვიანდა.
გამოცემის მტკიცებით, გატუზოს ნაცვლად გუნდი შეიძლება ვინჩენცო მონტელას ჩააბარონ, რომელიც სამუშაოდან 27 ნოემბერს დაითხოვეს. იტალიაში ხომ გადაყენებული მწვრთნელების უკან დაბრუნება ჩვეულებრივი ამბავია.