"ინტერთან" დამარცხების შემთხვევაში შეიძლება გატუზოს ნაცვლად "მილანი" ისევ მონტელას ჩააბარონ

AutoSharing Option
Football Italia ირწმუნება, რომ არაა გამორიცხული, 27 დეკემბერს თასის 1/4 ფინალში "ინტერთან" დამარცხების შემთხვევაში, "მილანის" მწვრთნელი ჯენარო გატუზო გადააყენონ.

მიუხედავად იმისა, რომ გატუზომ გუნდი ლამის ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა და დამატებით ავარჯიშებდა, როსონერი სერია A-ს მე-18 ტურში მაინც დამარცხდა "სან სიროზე" "ატალანტასთან" (0:2), მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ დაიბარა და პრეს-კონფერენციაზე ამ მიზეზით დააგვიანდა.

გამოცემის მტკიცებით, გატუზოს ნაცვლად გუნდი შეიძლება ვინჩენცო მონტელას ჩააბარონ, რომელიც სამუშაოდან 27 ნოემბერს დაითხოვეს. იტალიაში ხომ გადაყენებული მწვრთნელების უკან დაბრუნება ჩვეულებრივი ამბავია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
AMAთI PრOBLEMA DABALI DONIს Fეხბურთეკებიააააააააა
imereli
19:27 24-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული