Daily Star: მოურინიოს დიბალას შეძენა სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა პაულო დიბალამ, შესაძლოა, კარიერა "მანჩესტერ იუნაიტედში" განაგრძოს.

სამხრეთამერიკელს "ბებერი ქალბატონის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ბოლო დროს აღარ სწყალობს და სათადარიგოთა სკამსაც მიაჩვია.

აღსანიშნავია, რომ 24 წლის ფორვარდს მიმდინარე "სერია ა"-ში შესანიშნავი სტარტი ჰქონდა და მას კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესისაც ადარებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს, პაულო დიბალა ჰენრიხ მხითარიანის შემცვლელად ესაჭიროება, რომელიც კლუბს, სავარაუდოდ, იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.

ფეხბურთელის სატრანსფერო თანხად 60 მილიონი ევრო სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მახსენდება გენიალური ქართული კინო, -"უდიპლომო სასიძო", როდესაც ვარდენი ამბობს:'ეს ჩვენი ნიკოლოზი ან ნამეტანი ჭკვიანია, ან ნამეტანს უფრენსო", ასეა მოურინიოც, მარტო პოგბას,ბეილის,ლუკაკუს და სხვათა ტრანსფერებში, ალბათ, ნახევარი მილიარდი ექნებათ დახარჯული, ესენი ყველა მაღალი კლასის ფეხბურთელია, მაგრამ მანჩესტერში ჯერ შაურის ვერაფერი გააკეთეს. რუნის გაუშვებდა კაცი მისი გამოცდილების და ჟილკის პატრონს?! ამ თანხით იმდენ მაგარ ბრიტანელ ბიჭს შეიძენდნენ, მინდორზე რო თავს წირავენ, რამდენიც გინდა, ბლომად არიან ევერტონში, ბარნლიში, საუთჰემპტონში და სხვა. ალბათ ფულებს ათეთრებენ ამ უცხოელებზე, სხვანაირად როგორ უნდა გაიგო, გუნდს თამაშის არაფერი ეტყობა. ბრიტანელები ომობენ მინდორზე, გენეტიკა აქვთ ასეთი, ეს უცხოელები დასეირნობენ,ვითომ კურორტზე არიან, რა ენაღვლებათ, იმხელა ფულებს იჯიბავენ, საამურია ცხოვრება!!! ვერავინ დამაჯერებს, რომ ბრისტოლთან არ იყომარეს. ან მხითარიანს რას ერჩის, მარციალი ჯობია თუ მათა? კერიკს საერთოდ არ ათამაშებს, არადა, ლიგის საუკეთესო პლეიმეიკერია, ჩემი აზრით. მანჩესტერის ფანი ვარ 25 წლიანი სტაჟით, და გული მწყდება სერ ალექსის გუნდი რო მახსენდება. გუშინ ძან მინდოდა წაეგოთ ბარნლისთან, ამ თავქარიანი, ვითომ ქარიზმატული, მოურინიოს ხელში ეს გუნდი ვერაფერს მიაღწევს, 5 დიბალაც რო დაამატო.
kutaisski
11:51 27-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული