ჯენარო გატუზო: ეს გამარჯვება პრობლემას ვერ გადაგვიჭრის, მაგრამ სულს მოგვათქმევინებს

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/4 ფინალში "ინტერის" დამარცხების შემდეგ, "მილანის" მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა:

"ცუდი დროება გვიდგას და ეს მატჩი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. მწვრთნელად დანიშვნიდან პირველივე დღესვე მივხვდი, რა საქმეს მოვკიდე ხელი. ეს ბევრი ტურნირის მომგები დიდი კლუბია, რომელმაც ცოტა ხნის წინ სერიოზულად გადაახალისა შემადგენლობა. დღეს დავამტკიცეთ, რომ ბრძოლა შეგვიძლია. მინდა ბიჭები შევაქო.

თავშეკავებული არა ვარ. თუ ვინმესთვის რაიმეს თქმა მინდა, არ მოვერიდები. წინ დიდი სამუშაო გველის. ეს გამარჯვება პრობლემას ვერ გადაგვიჭრის, მაგრამ სულს მოგვათქმევინებს.

როგორც ფეხბურთელმა ყველაფერი მოვიგე, სამწვრთნელო კარიერას
კი ახლა ვიწყებ. იანვარში 40 წლისა ვხდები და ჯერ კიდევ ფეხბურთელივით ვაზროვნებ. შესაძლოა, სერია A-ში ყველაზე უარესი მწვრთნელი ვარ, მაგრამ ყოველთვის მოგება მინდა, მაშინაც კი, როდესაც ჩემს შვილს ეზოში ვეთამაშები. მინდა ჩემმა ფეხბურთელებმა დამიმტკიცონ, რომ რაც დღეს ვნახე, შემთხვევითობა არ იყო".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული