"მე კარგად ვარჯიშობდი და ჩემს სამუშაოს ვასრულებდი. შრომა ყოველთვის გიფასდება. "მილანში" უკეთეს დებიუტს ვერც ვინატრებდი. ამ გუნდში თამაში ჩემი ოცნება იყო. როდესაც გავიგე მე უნდა მეთამაშა, ცოტა არ იყოს შევცბი, მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ შანსი უნდა გამომეყენებინა. დღეს ყველაფერი კარგად წარიმართა.
ანტონიო როსონერიში გადასვლამდე საბერძნეთის "ასტერასში", "ბარიში", "ჯენოაში", "გუბლიოში" და "პიაჩენცაში" ასპარეზობდა.