"ნაპოლიმ" "კროტონე" დაამარცხა და ზამთრის ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურის პირველ მატჩში "ნაპოლი" დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "კროტონესთან (ბურთის ფლობა 67/33 იყო), ფაქტიურად ცალკარა თამაში გახლდათ და მარეკ ჰამშიკის მიერ მე-17 წუთზე გატანილი გოლით სტუმრებმა გაიმარჯვეს.

დღეს ტურის დანარჩენი შეხვედრები გაიმართება და "იუვენტუსმა" გასვლაზე "ვერონა" რომც დაამარცხოს, "ნაპოლი" მაინც გახდა პირველი წრის ანუ ზამთრის ჩემპიონი.

ნამატჩევს "ნაპოლის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ განაცხადა, ზამთრის ჩემპიონობა რა ბედენაა, შარშანწინაც მოვიგეთ პირველი წრე, მაგრამ ოქროს მედლები ვერ მოვიპოვეთ, მთავარია სეზონის ბოლოს ვინ იქნება პირველ ადგილზეო.

მარეკ
ჰამშიკმა კი, რომელმაც დიეგო მარადონას 115-გოლიანი რეკორდი დაამხო (უკვე 117 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია), თქვა, რომ დიეგომ საჩუქარი გაუკეთა, ოღონდ არ იტყვის რა აჩუქა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული