ჯენარო გატუზო: "ფიორენტინას" დამარცხება შეგვეძლო

AutoSharing Option
იტალიის თასის 1/4 ფინალში "ინტერის" დამარცხების შემდეგ, "მილანმა" ჩემპიონატზე ფლორენციაში "ფიორენტინასთან" ფრეს (1:1) მიაღწია, მისმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კი განაცხადა, რომ მოგებაც შეეძლოთ:

"ვიცოდით, ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელი საუკეთესო ფორმაში არაა, მაგრამ წაგება არ გვინდოდა. დიახ, პირველ ტაიმში ვერ ვივარგეთ, ნაანტრაქტევს კი საპასუხო გოლი გავიტანეთ და შეგვეძლო გაგვემარჯვა კიდეც.

გუნდი თანდათან აუმჯობესებს თამაშს. ალბათ, ამის ყურება მთლად სასიამოვნო არაა, თუმცა ნელ-ნელა გუნდად ვყალიბდებით".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული