იტალიის თასი: 1/2-ფინალური წყვილები საბოლოოდ დაკომპლექტდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ბოლო ნახევარფინალისტის ვინაობა ტურინულ დერბიში გაირკვა.

"იუვენტუსი" "ტორინოსთან" უდავო ფავორიტად ითვლებოდა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრებს გუნდის ლიდერი ანდრეა ბელოტი ტრავმის გამო არ ჰყავდათ.

პირველი გოლი მე-15 წუთზე დუგლას კოშტამ გაიტანა და დებიუტანტი მეკარე მილინკოვიჩ-სავიჩი ძალიან დაამწუხრა.

პირველ 45 წუთში ორჯერ მეტოქის კარის აღება პაოლო დიბალას შეეძლო, თუმცა არგენტინელს მიზანმა უმტყუნა.

მეორე ნახევარიც მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, გოლი კი საკმაოდ საკამათო სიტუაციაში გავიდა.

ხედირამ აკვას წინააღმდეგ მოედნის ცენტრში თითქოს იუხეშა და ბურთი ამის შედეგად მოპარა, თუმცა, მატჩის არბიტრმა
დანიელე დოვერიმ ეს ფაქტი წესების დარღვევად არ მიიჩნია.

ამ შეტევის შედეგად კი, 67-ე წუთზე მარიო მანჯუკიჩმა მეტოქის კარი მეორედ აიღო და საბოლოო ანგარიში, 2:0 დააფიქსირა.

ამ მატჩით იტალიის თასის ნახევარფინალური წყვილები საბოლოოდ დაკომპლექტდა, 1/2-ფინალური ეტაპი კი 2-მატჩიანი იქნება.

პირველი შეხვედრები 31 იანვარსაა დაგეგმილი. "მილანი"  "ლაციოს" მიიღებს, "იუვენტუსი" კი "ატალანტას" დაუხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე გოლზე აშკარად გამოჩნდა,რომ ჯარიმა იყო.გოლი არ უნდ აჩაეთვალა.
სოსო
12:17 04-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული