ტეო უოლკოტი "მილანს" თავისი თავის შეძენას სთავაზობს

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "არსენალის" ფორვარდმა ტეო უოლკოტმა "მილანს" საკუთარი თავის ყიდვა შესთავაზა.

28 წლის შემტევი, რომელიც "არსენალის" ღირსებას 2006 წლიდან იცავს, მცირე სათამაშო დროით უკმაყოფილოა და კლუბის დატოვება აქვს განზრახული.

უოლკოტის მიზანი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა.

ფეხბურთელს "მეთოფეებთან" კონტრაქტი 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მისი დამატების სურვილი ასევე, "საუთჰემპტონს", "ვესტ ჰემს", "ევერტონს" და "ნიუკასლს" გააჩნიათ.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული