რაჯა ნაინგოლანი ახალ წელს თამბაქოთი და აკოჰოლით შეხვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"რომას" ბელგიელმა ნახევარმცველმა, რაჯა ნაინგოლანმა ახალი წელი თამბაქოთი და ალკოჰოლით აღნიშნა, შემდეგ კი ამის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ამით ნაინგოლანმა კრიტიკა დაიმსახურა და ბოდიშის მოხდაც მოუწია.

"ყველამ იცის, რომ მეგობრებთან ერთად გართობა და ახალი წელი მიყვარს, თუმცა ამჯერად, ზედმეტი მომივიდა. ვიფიქრე, რომ რადგანაც განსაკუთრებული საღამოა, თავს მცირეოდენი ზედმეტობების უფლებას მივცემდი, თუმცა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდებისთვის ცუდი მაგალითის მიცემას არ ვაპირებდი.

ამიტომაც, თავს ვალდებულად ვთვლი ამ საქციელის გამო ბოდიში მოვიხადო," - განაცხადა რაჯამ.

ნაინგოლანს ჩინეთში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. "გუანჯოუ ევერგრანდი" მზად
არის გამოცდილი ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული